ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 80 ნომერში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მყოფმა ერთმა ადამიანმა უმნიშვნელო დამწვრობა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ძლიერი ხანძარია - ცეცხლი ბარაკს გაუჩნდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს