შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.წ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.