საქართველო-შვეიცარიის საფეხბურთო მატჩის გამო, სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე - „დინამო არენა", საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, თამაშის დასრულებამდე სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

„ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა, ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით, მეტროსადგურ "დიდუბისკენ".

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით ცაბაძის ქუჩისკენ. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე განახლდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა