სოფიო ქაცარავა -  საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა -  ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია

„საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანში მომავალი წევრობა შეუქცევადია“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

ქაცარავამ ისაუბრა საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დაგეგმილ ვიზიტზე და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანა ალიანსის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც სწორედ ეს ვიზიტი და სხვა ფაქტორები ადასტურებს.

„საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი. ნატო განიხილავს საქართველოს, როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ისტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია. საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატო-ს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს“, - განაცხადა ქაცარავამ.

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ის ოფიციალურ შეხვედრებს 25 მარტს დაიწყებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს