ილია ელოშვილი - მირიან მეფის ქუჩის მიმდებარე სკვერში თუკი რაიმე ტიპის მშენებლობაა დაწყებული, ის უკანონოა

დიდ დიღომში, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ყველა მხარის ინტერესს გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

ილია ელოშვილის განცხადებით, შესაბამისად, თუკი მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ სკვერში რაიმე ტიპის მშენებლობაა დაწყებული, ის უკანონოა.მერის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ ადგილზე ოთხი დღის წინ პერიოდული გადამოწმების მიზნით ზედამხედველობის სამსახური იმყოფებოდა და იმ დროს ადგილზე სამშენებლო მასალა მიტანილი არ იყო.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია 2016 წელს გაიყიდა და იქ კომპანიას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლები. თუმცა, ამავე დროს, სამშენებლო ნებართვაში 400 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებაცაა.

„2016 წელს მოხდა ამ მიწის სრულიად კანონიერად პრივატიზირება. ამის შემდეგ კომპანიას ვალდებულება განსესაზღვრა და სამშენებლო პირობები დაუდგინდა. კერძოდ, მშენებელმა თუ რა ტიპის სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს ამ ტერიტორიაზე. მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და შესაბამისად, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე ნაბიჯი გადადგეს, ჩვენ ამას აღმოვფხვრით. 4 დღის წინ იყო ზედამხედველობის სამსახური და მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა“, – განაცხადა ელოშვლმა.

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოწოდებით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განმარტებით, შპს "აკა დეველოპმენტს" ყოფილი სტადიონის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აშენება სურს. ამ მიზნით, მათ ადგილზე სამშენებლო მასალები ღამით მიიტანეს და დაყარეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო