საპატრიარქო - თანაგრძნობას ვუცხადებთ  ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„გამოვხატავთ, დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი.

ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს