განათლების მინისტრის მოადგილეებმა რაფაელ ჩიმიშკიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს

განათლების მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ რაფაელ ჩიმიშკიანს, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, 90 წლის იუბილე მიულოცეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღის მისალოცად, ჩიმიშკიანს ასევე ესტუმრნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. ოლიმპიურ ჩემპიონს დაბადების დღე მიულოცა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა.

რაფაელ ჩიმიშკიანი პირველი სპორტსმენია საქართველოდან, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის არის ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა