შსს-მ ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის მაღაზიის „სმაილის“ გაქურდვის საქმე გახსნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი პირები არასრულწლოვნები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს, არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია “სმაილი” გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექნიკის მაღაზია „სმაილი“ დღეს დილით გაქურდეს. მაღაზიიდან ორი ჰოვერბორდი წაიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა