გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარის 60 ათას ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარის 60 ათას ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ქონების გადასახადით ის ფიზიკური პირები იბეგრებიან, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები 40 000 ლარს აღემატება. წერეთელი პარლამენტს ამ ზღვარის 60 ათასს ლარამდე გაზრდას სთავაზობს და მიზეზად ინფლაციის მაღალ ტემპსა და ლარის გაუფასურებას ასახელს.

“მოცემული კანონპროექტი მიმართულია სწორედ იმ პრობლემის გადაჭრისაკენ, რომელიც ეხება გაძვირებულ ფასებს, გაძვირებულ ცხოვრებას და შემოსვლების ზრდის დაბალ ტემპს. კანონპროექტის მიღება იმ ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებას ემსახურება, რომელთაც ცხოვრება გაუძვირდათ და ამავე დროს უწევდათ ქონების გადასახადის გადახდა, რადგან მათი შემოსავალი უცვლელი დარჩა ან მცირედით გაიზარდა და შეადგენს წელიწადში 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს. კანონპროექტის მიღების შედეგად ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენს 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს, ქონების გადასახადით აღარ დაიბეგრებიან. ზღვარი - 40 ათასი ლარი, რომელიც არსებობდა, 60 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს ათასობით ადამიანს საშუალებას მისცემს შეუმცირდეთ სამთავრობო ბეგარა და ამით ის ზარალი დააბალანსონ, რასაც გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით ნახულობენ“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტს 25 მარტის ბიუროს სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა