მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე - მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს,  რომ არ გამოუგზავნია წერილი

ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია,- ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მას ბიზნესმენისთვის წერილი არ გაუგზავნია.

„ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, ვიღაცა კარნახობდა - მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მე გუშინ მოვისმინე ინფორმაცია, წერილი არ გამომიგზავნია და ა.შ. არსებობს მნიშვნელოვანი ამბავი. როცა მე რაღაცას ვყვები, პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა ის, რაც გადამხდა. არანაირი ინტერესი არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია. ვიღაცამ, ამ შემთხვევაში მინისტრმა ეს მიიღო შეურაცხყოფად თუ არ მიიღო. მე ვთქვი, რადგან რომ ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი. არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ, იმიტომ, რომ ისე გამოვიდა, რომ მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ“,- განაცხადა ხაზარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა