მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ - არ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ხელს უშლის პროექტის წარმატებულად განხორციელებას

მამუკა ხაზარაძის მოპატიჟებას ნაწილობრივად ირონიით ვუპასუხებ, ნაწილობრივ სერიოზულად. სერიოზულ ნაწილს რაც შეეხება არის ის, რომ რა თქმა უნდა, პარტნიორები ვართ, და უნდა ვიყოთ ამ პროექტში. ძალიან კარგად ვიაზრებთ ჩვენ, რომ ინვესტორი ამ შემთხვევაში კონსორციუმი და სახელმწიფო ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელების დროს, არიან და უნდა იყვნენ პარტნიორები, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„სწორედ ის, რომ ეს პარტნიორობა დაირღვა, ამ პროცესში მტყუან-მართალის ძიება ცოტა შორს წაგვიყვანს და პირველი მე არ აღმოვჩენილვარ პარლამენტის ტრიბუნაზე..ალბათ, ეს პროცესი კარგი იქნება თუ საქმიან ვითარებას დაუბრუნდება.

რაც შეეხება ადგილზე გასვლას, არ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ფაქტი რამენაირად ხელს უშლის პროექტის წარმატებულად განხორციელებას.

მაგალითად გუშინწინ ვიყავი დუშეთში, სადაც მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელსაც მართავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესაბამისად ჩემი იქ ჩართულობა, სხვათა შორის, ყოველგვარი ამუნიციის გარეშე იყო აუცილებელი. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიაში ვარ თუ არა ნამყოფი და ამით წარმოჩენა, რომ სახელმწიფო არ არის სათანადოდ დაინტერესებული ამ პროექტით, არის არასწორი“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძე ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს ანაკლიაში ჩასვლას და პროექტის მიმდინარეობის ადგილზე გაცნობას სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილს მოვიწვევ ანაკლიაში, დავახვედრებ სამუშაო ფორმატს, რათა ობიექტზე გავიდეთ და დავათვალიერებინო ის სამუშაო და ის დეტალები, თუ რა გაკეთდა, საითკენ მივდივართ და რას გავაკეთებთ. ადგილზე, როგორც მან უწოდა ტალახში, კარგია, რომ თავის ფეხით გაიაროს და შეხედოს რა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ჩვენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა