პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს 25 მარტს ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი შეაჯამებენ

25 მარტს, სასტუმრო “თბილისი რუმსში“, საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე იმსჯელებენ. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეაჯამებენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ხოლო ხელშემწყობები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო