მაია ცქიტიშვილი - არის მცდელობა, მთელი პასუხისმგებლობა გადმოვიდეს სახელმწიფოს მხარეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საუბარი იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვების დასმა სპეციალურად, ანაკლიის პროექტის შეფერხების გამო მოხდა, არის ინტერპრეტაციები და კონსპირაცია. როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა იმის მტკიცებაც, რომ თუ ანაკლიის პროექტი ვერ განახორციელა მამუკა ხაზარაძემ, ეს პროექტი არასდროს განხორციელდება და ეს ხდება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტებს მოლაპარაკებები პროკურატურის განცხადებამდე ჰქონდათ დაწყებული და ამ მოლაპარაკებების პროცესს აგრძელებენ დღესაც.

„ბანკები, უშუალოდ დაფინანსების მხარე, ასე არ უყურებს ამ თემას. ჩვენ გასული წლის 21 დეკემბერს მივიღეთ ეს 8 პუნქტი, 8 თებერვალს გვქონდა შეხვედრა ბანკებთან და 12-15 მარტს მივიღეთ ბანკებისგან დამატებითი მოთხოვნა,“- ამბობს ვიცე-პრემიერი.

ცქიტიშვილის თქმით, ხდება არასწორი აზრის ფორმირება, თითქოს სახელმწიფოა ვალდებული, მოილაპარაკოს ბანკებთან და თუ ვერ მიაღწევს მათთან შეთანხმებას, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტის განხორციელების სურვილი არ აქვს, ასევე, ეს არის მცდელობა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გადმოვიდეს სახელმწიფოს მხარეს.

„ასეთი მცდელობები არათუ მიზანშეწონილი არ არის, არამედ ობიექტურ რეალობას არ ასახავს, რადგანაც მიუხედავად კითხვებისა კონკრეტულად მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან, ბანკების მხრიდან სამუშაო პროცესი პარალელურად მიმდინარეობს და ჩვენ დღეს კონსორციუმთან და ბანკებთან ვგეგმავთ მომდევნო შეხვედრებს აპრილის დასაწყისში. ეს პროცესი არ გაჩერებულა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ყველა შესაბამისი სახელმწიფოს უწყებისა და კონსორციუმის ძალიან აქტიური ჩართულობით და ამდენად, იმის თქმა, რომ გაწყდა კომუნიკაცია, არასწორია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა