მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში, სოფელ ენოქავანში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ქართულ-სომხურ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში ქართულ-სომხური ურთიერთობის მნიშვნელობას და გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყებს ურთიერთობების განვითარებას რიგ სფეროებში.

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხშირი ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე.

იხილეთ ვიდეო: კადრები მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრიდან

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს