დიმიტრი ხუნდაძე - ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი

კარგია, როცა “ნაცმოძრაობა” შედარებას შევარდნაძის და არა დღევანდელ ხელისუფლებასთან აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის შეფასებისას განაცხადა.

„დღეს, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ვუსმენდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 15 წლით უკან გადავინაცვლეთ. პარტიის ლიდერები სწორად იქცეოდნენ, როდესაც შედარებას ძირითადად წინა ხელისუფლებასთან და არა დღევანდელ მმართველ გუნდთან აკეთებდნენ. ოღონდ, მთავარი დაავიწყდათ, ყველა იმ წარმატების უკან, რითაც ისინი დღეს ამაყობდნენ, ბიძინა ივანიშვილი იდგა. სწორედ მათ მიერ წოდებული „ოლიგარქი“ აფინანსებდა ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რამაც რადიკალურად შეცვალა მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა. მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ბევრი კრიტიკისა, „ნაცმოძრაობამ“ სწორად ჩათვალა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარება ალოგიკური იქნებოდა. რაც შეეხება თავმჯდომარეს, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ყველაზე დიდი ნეგატივია საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე დიდი დანაკარგი მათი მხარდამჭერებისთვის ქვეყანაში. აქ კი „ნაცმოძრაობა“ სერიოზული ამოცანის წინაშე დადგა - შეძლებენ კი იმ მუხტის შენარჩუნებას საკუთარ ამომარჩევლებში სააკაშვილის წინამძღოლობის გარეშე? ეს მათთვის დიდი თავსატეხი გახდება. ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა