გრიგოლ ვაშაძე - ვემზადებით რიგგარეშე არჩევნებისთვის

იმედი მაქვს, რომ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ ამას ველოდებით და ამისთვის ვემზადებით,-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტიის მერვე ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან იმ რამდენიმე პუნქტზე გააკეთა აქცენტი, რა მიმართულებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ იმუშავებს.

„ჩვენი მიზნები არის შემდეგი: 1. საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მხარდამჭერები შემოგვიერთდნენ - თქვენ გახსოვთ, რა შედეგი ჰქონდა ოპოზიციას 2016 წლის არჩევნებზე და რა შედეგი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათი გეგმების და წუხილის, მოლოდინების კიდევ ერთხელ კარგად გაზიარება. მოქალაქე წყვეტს ყველაფერს, 850 000 ადამიანი, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, იმხელა ძალა არის, რომ ამის უგუვებელყოფა არ შეიძლება. 2. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული პარტიული სისტემა, რომელიც ამომრჩევლის ნებას, განწყობას, ზუსტად ასახავს. ამ ხელმოწერების შეგროვებას თქვენ იცით, 20 პარტია შეუერთდა ანუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. 3. ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ საქართველოში დაპირისპირება, ღვარძლი, ერთმანეთის ზიზღი, რადგან სახელმწიფოებრიობას ვაყენებთ დარტყმის და საფრთხის ქვეშ. 4. მთავარი ამოცანა არის ის. რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომძლავრებული, გამაგრებული მობილიზებული ჩაებას საარჩევნო კამპანიაში. არ აქვს მნიშვნელობა როდის იქნება ის, რიგითი თუ რიგგარეშე, იმედი მაქვს, რომ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ ამას ველოდებით და ამისთვის ვემზადებით - ჩაერთოს და მოიგოს. მანქანებისთვის და კაბინეტებისთვის კი არა მოიგოს, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეებს და შევიგნოთ, რომ ვართ გაქრობის ფონზე, რომ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ერთდროულად", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა