ანონსი 25 მარტი

25 მარტს, 08:30 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა იწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.

საკონტაქტო: ქეთი ხუციშვილი 595 485 070 (თბილისი), ინგა დავითაძე 591 919206 (ბათუმი) ნათია წივწივაძე 591 919315 (ქუთაისი); ნინო ელიოზიშვილი 591 919152 (თელავი)

25 მარტს, 10:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს“ ოფისში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართავს ბრიფინგს. შეხვედრაზე მედია გაეცნობა იმ საკითხებსა და მოსაზრებებს, რომლებიც კოალიციის წევრებმა ვენეციის კომისიას გაუზიარეს. საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის თაობაზე.

მის: ჭოველიძის ქ. #10

25 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი რუმსში“, საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე იმსჯელებენ. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეაჯამებენ.

მის: კოსტავას #14

25 მარტს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ხელმოწერებს შეაგროვებენ.

მის: წყნეთი, გურამიშვილის ქ.81. კოსტავას ქ.34

საკონტაქტო:მაკუნა ჟვანია 599434308

25 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

25 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და კომპანია „აირზენას“ წარმომადგენელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პრობლემები ბიზნესში - „აირზენა“ და დახურვის პირას მყოფი სხვა კომპანიები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

25 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

25 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

25 მარტს, 13:00 საათზე "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალური მუშაკების გაფიცვა

მის :ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო: 551662525

25 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 მარტს 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: სანაპიროს ქ.4

საკონტაქტო პირი: ზაზა ნანობაშვილი 555 399 923; 593 525 388

25 მარტს, 14:50 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

25 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ბრიფინგი გაიმართება. საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

25 მარტს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, თელავის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

თემა: აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისა და საგამოცდო პორცედურების გაცნობა.

მის: თელავის N1 საჯარო სკოლა (ჭავჭავაძის მოედანი N8).

25 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

25 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე, 129 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებთან და ადგილობრივებთან ერთად განწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

მის.: ლოტკინი, 129 საჯარო სკოლა, სამღერეთის ქუჩა.

საკონტაქტო პირი: თაკო თაბუკაშვილი - 599 74 10 22

25 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

25 მარტს, 18:00 საათზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პარლამენტი, კინოდარბაზი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს