დიდ დიღომში დამწვარი საწყობის მფლობელი ხანძრის განზრახ გაჩენაში ყოფილ ბიზნესპარტნიორს ადანაშაულებს

17 მარტს, დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დამწვარი საწყობის მფლობელი ცეცხლის განზრახ გაჩენაში ყოფილ ბიზნესპარტნიორს ადანაშაულებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა პაატა ნოზაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ ბიზნესპარტნიორ თენგიზ ჭანტურიასთან 5-წლიანი სასამართლო დავა აქვს და სწორედ ამას უკავშირებს საწყობისთვის ხანძრის გაჩენას. პაატა ნოზაძის ვერსიით, მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ცეცხლის გასაჩენად ის მოქალაქე დაიქირავა, რომელიც შემთხვევის ადგილას მაშველებმა დაშავებული იპოვეს.

„ ჩემი ვერსიით, ეს ბიჭი შემოვიდა ჭანტურიას საწყობის მხრიდან, კარი გასაღებით გააღო და 4-მეტრიანი რკინის ღობიდან, ჩვენს მხარეს, სავარაუდოდ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსგავსი ასაფეთქებელი გადმოაგდო“, - აღნიშნავს პაატა ნოზაძე.

ბიზნესმენის ინტერვიუს სრულ ვერსიას „კვირის პალიტრის“ 25 მარტის ნომერში იხილავთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო