ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანონ

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება გამოიკვლია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

„პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება. პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად, მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა