ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს.

სტოლტენბერგი რამდნეიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ნატო-ს გენერალური მდივანი პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლებს, სადაც მას სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის წევრებთან.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს 24 მარტს ეწვია.

იხილეთ ვიდეო: