სპეციალური პროკურორის ანგარიში - დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის გამოძიების ანგარიშში, რომელიც აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ნაწილობრივ გამოაქვეყნა.

„სპეციალურმა პროკურორმა ვერ გამოავლინა, რომ აშშ-ს რომელიმე მოქალაქე ან ტრამპის საარჩევნო კამპანიის თანამდებობის პირი რუსეთთან კავშირში იყო ან რუსეთთან ერთად ქმედებების კოორდინირებას ახდენდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ს გენერალური პროკურორის წერილში.

სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ „არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს კავშირი არ ჰქონდა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევასთან“.

ამავდროულად, რობერტ მუელერის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა და ამბობდა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან თანამშრომლობა არ ყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო