იენს სტოლტენბერგი - ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ საქართველომ ალიანსში მკვეთრი როლი იქონიოს და საბოლოო ჯამში გახდეთ ნატო-ს წევრი

მოგიწოდებთ გააგრძელოთ მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მიესალმება, რომ საქართველომ ვალდებულებად იკისრა მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის.

„გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმის განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს თავდაცვის ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა