მამუკა ბახტაძე - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატი-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტაძემ ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა, აღნიშნულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„პირველ რიგში მსურს დავიწყოთ იმით, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრება საქართველო-ნატოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყანას.

ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის