იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში

იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს. ამიტომ ვაძლიერებთ ურთიერთობას საქართველოს და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის