იენს სტოლტენბერგი - საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება

საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა ფაქტორი აქვს რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

„ნატოსთვის პრინციპულია, რომ ყველა ერს გააჩნია გადაწყვეტილების თავისუფლება. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას. ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. როცა ჩვენ მზად ვიქნებით საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადასაწყვეტია ნატოსი და საქართველოსი და არც ერთი სხვა სახელმწიფოსი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია