იენს სტოლტენბერგი - რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს, განსაკუთრებით კი არჩევნების წარმოების კუთხით

განგრძობითი და უწყვეტი უნდა იყოს რეფორმები იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს სურს იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში, რათა გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.

„რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მე გავეცანი ეუთოს ანგარიშს და იქ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ განგრძობითი უნდა იყოს რეფორმები, უწყვეტი უნდა იყოს რეფორმები იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. კარგია საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანებისთვისაც და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა