იენს სტოლტენბერგი -  შავი ზღვის რეგიონში ჩვენი აქცენტები გაზრდილია, საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული

საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

ნატო-ს გენმდივნის თქმით, ნატო-ს ინტერესები შავ ზღვაზე გაზრდილია.

"ნატო-სთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბრები. ჩვენ უფრო მეტი საზღავო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. პრინციპში, ჩვენი, ნატო-ს ორი ხომალდია შავი ზღვის ეკვატორიაში. ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდა "პოსეიდონის" სწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს შავი ზღვის აკვატორიაში. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, რომლებიც რა თქმა უნდა, შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში, შეიძლება ითქვას, გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა