მამუკა ბახტაძე - ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და კონსორციუმს აქვს სამთავრობო მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებაში.

„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრაგტეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას”, - განაცხადა ბახტაძემ.

პრეიმიერ-მინისტრმა საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობსითვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.

„შავი ზღვა არის დღეს ნატო-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა