იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვეწინააღმდეგებით „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას

მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აკეთებთ რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველო მიდის ნატო-ს წევრობისკენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი და ის ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მიხარია, რომ დავბრუნდი და კვლავ შეგხვდით ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ თბილისში, რაც იმის მაჩვენებლია რაოდენ ძლიერია ურთიერთობები საქართველოს და ნატო-ს შორის. საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი. მე, რასაკვირველია, ვესტუმრები ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, ნატო მუდმივად თანამშრომლობაში იქნება თქვენთან და მადლობლები ვართ იმის გამო, რომ საქართველო იღებს ესოდენ მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით- საქართველოს მისია ავღანეთში და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეს ყოველივე როგორც ნატო-ს, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის. საქართველო უნიკალური პარტნიორია და მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აკეთებთ რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველო აგრძელებს ამ ნაბიჯების განხორციელებას. საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა, ჩვენი მოკავშირეობისთვის, წევრობისთვის. ბუქარესტში გამოცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გასული წლის ივლისშიც ნატო-ს სამიტზეც იქნა ეს დადასტურებული, რომ საქართველო მიდის წევრობისკენ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მხარს ვუჭერთ მას. „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლად გამოცხადებას ჩვენ ვეწინააღმდეგებით",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს