პროკურორი - ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნება გამოტანილი

მტკიცებულებათა ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ არის ჩადენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარემ არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სმიტების ოჯახის მკვლელობა სწორედ, მალხაზ კობაურის მიერაა ჩადენილი.

"ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ურთიერთშეჯერებულია და ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ. ბრალდების მხარე დღეს დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ შეაჯამებს აღნიშნულ მტკიცებულებებს. ჩვენს მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეზე ერთადერთი, სწორი და სამართლიანი ვერდიქტი იქნება გამოტანილი, რაც გამამტყუნებელი ვერდიქტია", - განაცხადა დათუკიშვილმა.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვა მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად დღესვე გავლენ.

გორის რაიონულ სასამართლოში იმყოფებიან კობაურის ოჯახის წევრები.

სასამართლო სხდომას დაესწრება ამერიკის კონსული საქართველოში, ჯენეთ რებერი.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა