ევროკავშირის ელჩი -  იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის

ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მყარად დავუჭიროთ მხარი,- ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით მიდის.

"ვიცი, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი ემთხვევა იმ მნიშვნელოვან წვრთნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მყარად დავუჭიროთ მხარი",-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა