ლადო კახაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ბევრი მეგობარი მყავს, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა

ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა მისთვის დიდი პატივია.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის წარდგინების ჟამს. დიდი მადლობა თქვენ. მართლა პატივია ჩემს ასაკში, გარკვეული ცხოვრება გამოვლის შემდეგ, განსაკუთრებული ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა, ანალიზი, გამოსავლის მოძიება. თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, როგორც მოსახლეობით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ უძველეს ქალაქს უდგას, განსაკუთრებით, ძველ რაიონებს. ეს პრობლემები, გაანალიზებული, გასიგრძეგანებული, დოკუმენტირებული იქნება პარლამენტში აღქმული. ჩემს საარჩევნო კამპანიას ვიწყებ იმით, რომ ღირსეულ ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს იმ ენაზე მოუბარი, რომელიც მოსახლეობის მიერ კარგად აღიქმება,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

მედიასთან საუბრისას ლადო კახაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის და ბიძინა ივანიშვილი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა არ დაუკარგავთ.

„ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და დადასტურდა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და დიდი კდემა არ დაგვიკარგავს, ასევე არ დაგვიკარგავს შვილების მიმართ განსაკურებული მზრუნველობა,“ - აღნიშნა ლადო კახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა