„ევროპული საქართველო" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს  პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს

„ევროპული საქართველო" პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ ვიბარებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგები. კარგად ჩანს ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა, რადგან ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას. უკვე დაზარალდა ბიზნესი; უკვე ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს; გაიზარდა უმუშევრობის დონე. სრულიად გადაუდებლად უნდა მოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ანგარიში ჩააბაროს და პასუხები გასცეს პარლამენტს. ჩვენი მოთხოვნაა, გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო