თსუ-ში დავით სუჯაშვილის წიგნის - „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის წიგნის - „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნი ეხება თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ტერორიზმის ანატომიას, საქართველოს ჭრილში, რომელშიც განხილულია საერთაშორისო ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ - პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური, კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული შემადგენელი. ასევე, მოცემულია დასკვნითი რეკომენდაციები.

მათივე ინფორმაციით, წიგნის რედაქტორია ჯემალ გახოკიძე - სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წამომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი. წიგნის რეცენზენტები არიან: ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ჯაბა სამუშია - ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; შოთა დოღონაძე - ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

თსუ-ს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა