ირაკლი კობახიძე - ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს

ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობისა და იენს სტოლტენბერგის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებული დარღვევების შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ იენს სტოლტენბერგი საქართველოს სტუმრობს. ეს რა თქმა უნდა, ცხადყოფს საქართველოს და ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატო-ს განსაკუთრებულ ინტერესს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ნატო-სთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში, იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ნატო-ს თანდათანობით დაუახლოვდება და ჩვენ საბოლოოდ, აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არჩევნებზე კონფერენციის ფორმატში რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა დემოკრატიული არჩევნებია, შესაბამისად არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ

მიღწევას, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს