დავით ბაქრაძე - რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს „ქართულმა ოცნებამ", ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში დარწმუნებული ვარ

რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციის კანდიდატების წარმატებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახელის და გვარის უკან დგას „ქართული ოცნება".

„ამის უკან დგას ის პრობლემები და გაჭირვება, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ". დგას ეკონომიკური უკუსვლა, გაძვირებული ცხოვრება, უკან წასული ცხოვრება, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების" მუშაობის შედეგი. ნებისმიერი კონკრეტული სახელისა და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას დღეს სჭირდება ცვლილება და უკეთესობა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორებით მიიღწევა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო