თამარ ჩუგოშვილი - ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ბუნებრივია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნატო არის ჩვენი მისწრაფების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და მაშინ, როდესაც ჩვენ წევრი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გვაღიარებს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს იმ წვლილის გამო, რომელიც შეგვაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, ეს ვიზიტი ერთი მხრივ, არის დამატებითი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მნიშვნელობის ნატო-სთან მიმართებაში თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ მეორე მხვრივ, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ რანგის შეხვედრებზე საუბარი იქნება კონკრეტულ თემებზე, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით არის მნიშვნელოვანი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა