სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა აქციას მართავს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 16 ჰექტარი მიწის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელი ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს თავს და სხვა ალტერნატიული ტერიტორია არ აქვს, სადაც პირუტყვის გამოკვებას შეძლებენ.

აქციის მონაწილეები განმარტებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ და წინასაარჩევნო დაპირებას ახსნებენ.

„სოფლის ბოლოში 16 ჰექტარი მიწა არის სოფლის საკუთრება, ამდენი წელი ჩვენ ვიყენებდით. საარჩევნოდ მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება დაკანონებას დაგვპირდა, თუმცა ახლა კერძო პირმა გალავანი შემოარტყა და ტრაქტორებს ამუშავებს. ვითხოვთ პასუხს, რატომ მოხდა ასე, სოფლის გამგებელი ვერაფერს გვპასუხობს. არ დავუშვებთ ამ მიწის დაკარგვას, მთელი სოფელი გამოვა", - განაცხადა ადგილობრივმა ალავერდიხან თაფიროვმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა