„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„პირველ რიგში ეს არის ჩემთვის შანსი ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და მუნიციპალიტეტს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღესაც ვცხოვრობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მარნეულის განვითარებას მოვახმარო. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, მარნეულში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ხელშესახები პროგრესის მიღწევას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ჩემი ამომრჩევლები ჩემი რაიონელები არიან და ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყოველდღე მქონდეს მათთან ურთიერთობა“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა