ირაკლი პეტრიაშვილი - საზოგადოებისთვის და პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია სოცმუშაკების შრომითი უფლებები მოგვარებული იყოს

საზოგადოებისთვის და პროფკავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების შრომითი უფლებები რამდენად მოგვარებული იქნება, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც პროფკავშირების წარმომადგენლები სოციალური მუშაკების გაფიცვას შეუერთნენ.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, როდესაც არ გაქვს ნორმალური შრომითი გარემო, მუშაკებს თავისი ხელფასებიდან უწევთ ბენეფიციარების მომსახურება და თვითონ არიან დაუცველები, ბუნებრივია, ეს სამსახური გამართულად ვერ იმუშავებს.

„როდესაც სოციალური მუშაკი იქნება დაუცველი, ბუნებრივია, საზოგადოებაც დაუცველი იქნება. იმ დროს, როდესაც მათი შრომითი უფლებები ირღვევა, იმ დროს, როდესაც მათ არ გაქვთ ნორმალური შრომითი გარემო და თავიანთი ხელფასიდან უწევთ ბენეფიციარების მოსახურება და თვითონ არიან დაუცველები, ბუნებრივია, ეს სამსახური გამართულად ვერ იმუშავებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება სოციალური მუშაკების მოთხოვნას, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სერვისებში ფსიქოლოგების მომსახურების დამატება უმოკლეს ვადებში მოხდეს, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ადეკვატურია".

„ჩვენმა იურისტებმა მათთან ერთად გაიარეს ყველა კანონიერი გზა, რათა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მათ მოეპოვებინათ დაცვის უფლება. დამსაქმებელს ჰქონდა ყველა საშუალება, დრო იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმართულიყო 21 დღის ვადაში და 21 დღეზე მეტია გასული და ახლა მოთხოვნა აქვთ საქართველოს მთავრობის მიმართ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო