ზაქარია ქუცნაშვილი - ოპოზიციის მიერ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოწვევა მასზე თავდასხმის სურვილითაა განპირობებული, ვიდრე მოქალაქეებზე დარდით

ოპოზიციის მიერ პარლამენტში კობა გვენეტაძის მოწვევა განპირობებულია მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე ჩვენი მოქალაქეებისთვის საცალო ვაჭრობაში წარმოშობილ შეზღუდვებზე დარდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ ოპოზიციას ღამით არ სძინავს იმაზე ფიქრით, რომ მოქალაქეები ელექტრონულ ტექნიკას განვადებით ვეღარ ყიდულობენ.

„ახალი საბანკო რეგულაციები 1-ელ იანვარს ამოქმედდა. ვფიქრობ, რომ სულ მცირე 6 თვე უნდა გავიდეს, რათა რაღაც დონის ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საცალო ვაჭრობის დონეზე ეკონომიკური აქტივობა შემცირდებოდა. როცა შემოსავალი არა გაქვს, ბანკი აღარ გაძლევს სესხს და როცა სესხს ვერ იღებ, არ გაქვს კაპიტალი, რომ საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნივთი შეიძინო. ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა რეგულაციების ამოქმედებიდან სამი თვეც არ არის გასული, რაც დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის ძალიან მცირე დროა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო" პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს.

„კიდევ ერთხელ ვიბარებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგები. კარგად ჩანს ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა, რადგან ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას. უკვე დაზარალდა ბიზნესი; უკვე ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს; გაიზარდა უმუშევრობის დონე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა