სილიკონ ველი თბილისში ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდებიან.

მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნურიინტელექტი, ნივთების ინტერნეტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები, სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში, საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოწინავე პოზიციას იკავებს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერის და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების მიმართულებით.

10:00-10:15 - ფესტივალის გახსნა - ფესტივალს ოფიციალურად გახსნის:

ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ანდრო რურუა - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.

10:20-10:40 - მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენის დათვალიერება

v 11:00-12:00 - პანელური დისკუსია - სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. მოდერატორი - გიორგი შარაშიძე.

v 13:00 – 14:30 - TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი, ამ სფეროში არსებული სტარტაპების Talk-ები.

v მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა - ფესტივალზე წარმოდგენელი იქნებიან კომპანიები: HP, IBM, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS.) უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით.

v ტექნოლოგიური კომპანიები პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში წარადგენენ სტუდენტურ ვაკანსიებს.

დრო: 10:00 სთ, 26 მარტი 2019

ადგილი: სილიკონ ველი თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.82

კონტაქტი: +995 599 280 606 ნატა კიზივაძე

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო