იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძეს ხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია აღნიშნულ შეხვედრაზე ოკუპაციის ხაზთან უსაფრთხოების გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

„ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ვისაუბროთ პირველ რიგში უსაფრთხოების გაუარესებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე რეგიონებში. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია პირისპირ ესაუბროს რუსეთს ამ პრობლემებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ნატო-რუსეთის დიალოგის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, რომ აუცილებელია, ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც გაიმართება ლონდონში, დაიდოს ხელშესახები ახალი პოლიტიკური ნიშნულები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი მოწმობს ნატო-ს მზაობას საქართველო გაერთიანდეს ამ ალიანსში.

"ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ამ თვის ბოლოს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, დაგეგმილი წვრთნები, მთლიანად ეს პროცესი, რაც ჩვენ ნატოსთან გვაკავშირებს, არის დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ამ ალიანსში. ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია ნატო-ს წევრობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე. ეს არის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ენა. ბუნებრივია, ჩვენ გვაერთიანებს ის ღირებულება, სადაც საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სახელმწიფო ინტერესებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანას უჭირს. ამიტომ, იქ, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი თანხვედრა, აქ მოლოდინია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დიდი ცივილიზებული ოჯახის წევრი გახდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა