ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ე.წ. უდოს კომისიას დაავალა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ხელახლა  იმსჯელოს

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ კი კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებსაც გააცნო.

„სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომელიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა, ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან, შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, (რაც ჩვენ გვქონდა გასაჩივრებული თავის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული), რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათვისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან", განაცხადა ჩივიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო