ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით წერილი უკვე გადაეგზავნა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უკვე გადაგზავნილი აქვს კომიტეტის წერილი პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

კოვზანაძის განცხადებით, ჯერ უცნობია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის ზუსტი თარიღი.

„ბატონი გვენეტაძე დაბარებულია პარლამენტში. მას მიღებული აქვს კომიტეტიდან წერილი და რეგლამენტის მოთხოვნა შესრულებულია. თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება,"- განაცხადა კოვზანაძემ.

კობა გვენეტაძეს პარლამენტში პარტია "ევროპული საქართველო" იბარებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს