ირაკლი კოვზანაძე - თუ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებაა საცალო დაკრედიტებაში, არ გამოვრიცხავ, რომ მიიღოს ელასტიური გადაწყვეტილებები

თუ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ მნიშვნელოვანი შემცირებაა საცალო დაკრედიტებაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მიიღოს გარკვეული ელასტიური გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კოვზანაძემ არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ელასტიურ გადაწყვეტილებებში და შესაძლოა თუ არა, რომ საბანკო რეგულაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს.

"მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა ეს რეგულაციები შემოიღო იმისათვის, რომ შემცირებულიყო ჭარბვალიანობა, რაც აშკარად პრობლემა იყო საქართველოს საფინანსო სექტორისთვის. ეს არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. აქედან გამომდინარეა ეს რეგულაცია მიღებული. დაკვირვებისთვის საკმაოდ მცირე დრო, მხოლოდ ორი თვეა გასული. მე ვფიქრობ, საჭიროა მინიმუმ 6 თვე იმისათვის, რომ გარკვეული დასკვნები გაკეთდეს. თუ ამ პერიოდის შემდეგ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ მნიშვნელოვანი შემცირებაა საცალო დაკრედიტებაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მიღებული იქნას გარკვეული ელასტიური გადაწყვეტილებები. თუმცა ამასთან ერთად არ გამოვრიცხავთ, რომ ბიზნესდაკრედიტება იყოს გაზრდილი,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა