პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა “ტყის კოდექსის“ პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ “ტყის კოდექსის“ პროექტს, თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტმა წინა სხდომაზე განიხილა, თუმცა მათთვის მიუღებელი საკითხების გამო კენჭისყრა გადადო.

“მე ერთი კვირა ავიღე იმისთვის, რომ გვქონოდა კონსულტაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი - ის რომ პრაქტიკულად “თვითმმართველობის კოდექსიდან“ ტყე და ტყის რესურსი ქრება. გარდა მეორე - პროექტში ჩანაწერის მიხედვით, არათანაბარ პირობებში დგება მუნიციპალიტეტები. თბილისს ისევე, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებს ეს ფუნქცია ერთმევა. მინისტრს სრულად ესმის ჩვენი კომიტეტის მიდგომა საკითხის მიმართ, რომ ჩვენ უწინარესად, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სწორედ მუნიციპალიტეტების განვითარების პრიზმაში უნდა დავინახოთ ნებისმიერი საკითხი. ვფიქრობ, ამ თემას ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, კონსულტაციების რეჟიმში კვლავ მივუბრუნდებით“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

თვითმმართველობის კოდექსით აღიარებულია მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლება ტყეზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული პროექტით, ეს უფლება უქმდება. როგორც კომიტეტი წევრების მხრიდან ითქვა, ტყე მუნიციპალიტეტებისთვის სერიოზული რესურსია და მისი წართმევა არ უნდა მოხდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს