ლევან კობერიძე მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ნაცვლად, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას სთავაზობს

მაინცდამაინც რატომ უნდა ვატკინოთ მოსახლეობას და შევუქმნათ ნეგატიური განწყობა სავალდებულო დაზღვევის თემაზე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე „ფეისბუქის“ თავის გვერდზე წერს. ლევან კობერიძე მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ნაცვლად, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შემოღებას სთავაზობს.

„შემდეგი პრინციპით: 1. სახელმწიფომ დააფინანსოს სოციალურად დაუცველებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფების დაზღვევა 2. მსხვილი კომპანიების მიერ (300 000 და მეტი დასაქმებული) საკუთარი თანამშრომლების დაზღვევა. 3. მაღალი შემოსავლის მქონე პირების მიერ საკუთარი სამედიციო დაზღვევის ანაზღაურება. სამედიცინო დაზღვევის სიკეთეს ფაქტობრივად მყისიერად იგრძნობს მოსახლეობა, ავტოტრანსპორტის დაზღვევა კი მისთვის ფინანსურ ტვირთად აღიქმება და სიკეთეს გაცილებით მცირე რაოდენობით მოქალაქე მიიღებს“, - წერს კობერიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს