ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალური მომსახურების სააგენტო ჩვეულ რეჟიმში  განაგრძობს მუშაობას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სოციალური სამუშაოს მიმდინარეობა განიხილეს. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ბარკალაიას განმარტებით, მიმდინარეობს ახალი განცხადებების, მოთხოვნების საათობრივი აღრიცხვა/მონიტორინგი. მისვე თქმით, დღის 15:00 მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოსული იყო 21 განცხადება, რომლის უმრავლესობა ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩართვას ეხებოდა,

„ერთი განცხადება საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული იყო და ერთიც შშმ პირის მხარდამჭერობის ანგარიშს ეხებოდა. ეს განცხადებები დაფიქსირდა ქვეყნის 3 რეგიონსა და თბილისში, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ამ დროისთვის ახალი განცხადებები არ შემოსულა. სოციალური მომსახურების სააგენტო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და იღებს მოქალაქეთა მოთხოვნებს.

დაახლოებით 70 თანამშრომელი იქნა მობილიზებული სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოში და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში, რომლებიც ეხმარებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაობის განხორციელებაში.

დღევანდელი დღე ძირითადად მიმართული იყო გადაუდებელ სამუშაოზე, ახალი განცხადებების მიღებასა და მათზე რეაგირების მოხდენაზე, ხოლო ხვალიდან ჩვენ უკვე შეუდგებით გეგმურ სამუშაოებს, მათ შორის მონიტორინგს და შეფასებების განხორციელებას. დინამიკაში დავაკვირდებით დამატებითი კადრების საჭიროებას, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება, ჩვენ გვაქვს მზაობა, ხელშეკრულების საფუძველზე კადრები დროებით ავიყვანოთ.

სამინისტრო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გარკვეული პერიოდულობით მოგაწვდით", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო