ირინე ფრუიძე - ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ „ეთიკის კოდექსი“ ამუშავდეს და იყოს ეფექტიანი

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე ეუთო/ოდირ-ის დემოკრატიული მმართველობის ოფიცერს ჯაკოპო ლეონეს შეხვდა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. გავრცელებული ინფრომაციით შეხვედრაზე მხარებმა ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებაზე და მისი დებულების შემუშავებაზე იმსჯელეს,

„ოდირი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრის „ეთიკის კოდექსის“ შემუშავების პროცესში. ახლა, როდესაც ეთიკის კოდექსი მიღებულია, ჩვენ მათგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებას, საბჭოს დებულების შემუშავებას და ასევე, ტრენინგის სისტემის შემუშავებას. ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსი ამუშავდეს და იყოს ეფექტიანი. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ოდირ-ის დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღიარებენ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს პარლამენტისთვის, რომ ჩვენ მივიღეთ „ეთიკის კოდექსი“ და ვაყალიბებთ ეთიკის საბჭოს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს